ახალი ევროპის სარკინიგზო მემკვიდრეობის საქველმოქმედო ფონდი

ახალი ევროპის სარკინიგზო მემკვიდრეობის საქველმოქმედო ფონდი (The New Europe Railway Heritage Trust, NERHT) არის მოხალისე ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 1999 წელს და მიზნად ისახავს სარკინიგზო მუზეუმ ების მხარდაჭერასა და სარკინიგზო მემკვიდრეობის შენარჩუნებას, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. NERHT მოქმედებს დიდი ბრიტანეთის კანონმ დებლობის მიხედვით, რომელიც განსაზღვრავს მის, როგორც საქველმოქმედო ორგანიზაციის მოღვაწეობას.

NERHT -ს აქვს კავშირი რკინიგზის შენარჩუნების პროცესში დაინტერესებულ ინსტიტუციებთან, ევროპის ქვეყნებსა და მის ფარგლებს გარეთ. NERHT -ს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს სამუზეუმო და სარკინიგზო ტურიზმის ევროპულ ფედერაციასთან (European Federation of Museum & Tourist Railways, Fedecrail). ფედერაცია Fedecrail. აღიარებულია ევროკავშირისა და ეროვნული სახელი სუფლებო ორგანოების მიერ, როგორც სარკინიგზო მემკვიდრეობის შენარჩუნების ორგანიზაცია ევროპის მასშტაბით.

NERHT არ იღებს ფინანსურ დახმარებას ევროკავშირისაგან ან სხვა სახელმწიფო ინსტიტუციისაგან და ფინანსდება მხოლოდ კერძო შემოწირულობების მეშვეობით. ფონდის მიზანს არ წარმოადგენს მოიზიდოს დაფინანს ება მემკვიდრეობის შენარჩუნების პროექტებისათვის. ნაცვლად ამისა, ჩვენი მიზანია დავაკავშიროთ აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმ ანეთთან და გავწიოთ დახმარება ჩვენი რეკომენდაციებით.

NERHT -ის მართვა ხორციელდება უსასყიდლოდ მომუშავე მოხალისეებისაგან შემდგარი კომიტეტის მიერ. ფონდში გაერთიანებულნი არიან პროფესიონალი რკინიგზელები, მუზეუმების კურატორები და სხვა სპეციალისტები, რომელთაც ძალუძთ ეწვიონ აღმოსავლეთ ევროპას და საკუთარი ცოდნით დახმარება გასწიონ სარკინიგზო მემკვიდრეობის შენარჩუნების ნებისმიერი ასპექტის თაობაზე. ჩვენი კონსულტანტები რეკომენდაციებს უფასოდ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე გასცემენ.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ დაგვიკავში რდეთ:

ახალი ევროპის სარკინიგზო მემკვიდრეობის საქველმოქმედო ფონდი

sandgw@hotmail.com

 

ჩვენი აქტივობები გულისხმობს შემდეგს:

 


HOME